ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“

ღონისძიებები

14 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი სანდრო ასათიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“.

ინტერნეტი დეცენტრალიზებული ქსელია. მისი ცენტრალიზებულად მართვა ან გათიშვა შეუძლებელია. ინტერნეტის შექმნამ განაპირობა ისეთი დეცენტრალიზებული სისტემების ჩამოყალიბება, როგორებიცაა ვები ანუ ვებგვერდების ერთობლივობა, სოციალური ქსელი და დეცენტრალიზებული ფულადი ერთეული ბითქოინი.
მომხსნებელი ისაუბრებს დეცენტრალიზებული სისტემების მუშაობის პრინციპებზე, კერძოდ, განხილული იქნება:

  • ინტერნეტის
  • ვების
  • სოციალური ქსელების
  • ბითქოინის ფუნქციონირების პრინციპები.


მომხსენებლის შესახებ

სანდრო ასათიანი 2018 წლიდან მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტის თანამდებობაზე.
2017 წლიდან უკავია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.
2014 წლიდან GeoLab-ის (geolab.edu.ge) დირექტორი და ამავდროულად მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.
2013-2017 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა ეკავა.
2009 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სახელმწიფო და კერძო სასწავლებელში, ესენია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტი (GU), კავკასიის უნივერსიტეტი (CU).
სანდრო ასათიანი წლების განმავლობაში მუშაობს ICT სფეროში. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა შემდეგი ონლაინპროექტები: saba.com.ge, cybegala.me, kavshirebi.ge, online.iliuni.edu.ge და სხვ.

დრო: 14 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები