ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

ღონისძიებები

28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ვაკის მედიათეკაში გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ საინტერესო ლექციებს. 

ილიაუნის პროფესორები და მკვლევრები სამეცნიერო-პოპულარული ენით ისაუბრებენ სამყაროს საიდუმლობებზე, ახალ ტექნოლოგიებზე, თანამედროვე განათლების მნიშვნელობაზე. 

სამეცნიერო კაფეში მოისმენთ ლექციას ტექნოლოგიების შესახებ.  მომხსენებლები – ნანა დიხამინჯია, ერეკლე მაღრაძე, ელენე ჟურავლიოვა, სანდრო ასათიანი – ისაუბრებენ

▪ მონაცემებსა და მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში: რა როლი აქვს მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას თანამედროვე ინდუსტრიასა და დასაქმებაში; განათლების ფორმების ცვლილებებზე ციფრული რევოლუციის პირობებში. გამომსვლელები განიხილავენ იმ პლატფორმებსაცც, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ ფეხდაფეხ მიჰყვეთ მეცნიერების პროგრესს.

▪ ხელოვნური ინტელექტის მიღწევებსა და მათთან დაკავშირებულ ეთიკურ პრობლემებზე. ასევე ტექნოლოგიების გამოყენებაზე მედიცინასა და ბიოლოგიაში.

სამეცნიერო კაფეში გაიმართება ასტრონომიის სესია, რომელზეც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერები და ფიზიკოსი მკვლევრები – მაია თოდუა, გია ჯავახიშვილი, ანდრია როგავა, ჯუანშერ ჯეჯელავა – გაგაცნობენ სამყაროს საიდუმლოებებს: 

  • ეგზოპლანეტები – არის თუ არა დედამიწა უნიკალური პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში? 

  • ასტრონომები დედამიწის სადარაჯოზე – რა საფრთხეები ემუქრება დედამიწას უახლოეს მომავალში და როგორ შეგვიძლია მათი თავიდან აცილება? 

  • შავი ხვრელები – სამყაროს ყველაზე ამოუცნობი ობიექტები 

ლევან ბერძენიშვილი, თამარ გურჩიანი, ბელა წიფურია და ლევან ცაგარელი ისაუბრებენ თანამედროვე განათლების ამოცანების შესახებ: 

  • როგორია განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩვენი ქვეყნისთვის დღეს?

  • რით განსხვავდება საქართველოში თანამედროვე განათლება საბჭოთა დროინდელი განათლებისგან? 

  • რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის განათლებული მოქალაქეები? 

  • რა გამოწვევები დგას თანამედროვე განათლებისა და უნივერსიტეტის წინაშე ციფრული მედიისა და ინფორმაციის გაცვლის ხანაში? 

განრიგი

13:00-14:30 - ჩვენი სამყაროს საიდუმლოებები 

მომხსენებლები: მაია თოდუა, გია ჯავახიშვილი, ანდრია როგავა, ჯუანშერ ჯეჯელავა 

14:30 16:00 - ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამყაროში 

მომხსენებლები: ნანა დიხამინჯია, ელენე ჟურავლიოვა, სანდრო ასათიანი, ერეკლე მაღრაძე

16:00 - 17:30თანამედროვე განათლების მნიშვნელობა

მომხსენებლები: ლევან ბერძენიშვილი, ბელა წიფურია, თამარ გურჩიანი, ლევან ცაგარელი

სამეცნიერო კაფეში ველოდებით ყველა ცნობისმოყვარე ადამიანს, რომლებსაც უყვართ მეცნიერება და აინტერესებთ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები.

დრო: 28 სექტემბერი, 13:00-17:30 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები