ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „გადაშენების პირას მყოფი სახეობები და მათი გადარჩენა“

ღონისძიებები

6 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „გადაშენების პირას მყოფი სახეობები და მათი გადარჩენა“.

თემის მოკლე აღწერა

სახეობების გადაშენება მიმდინარეობს ჩვენს საუკუნეშიც, 21-ე საუკუნეში უკვე გადაშენდა რამდენიმე სახეობა, როგორებიცაა: მდინარე იანძის დელფინი, პირენეული იბექსი, ველურ ბუნებაში გადაშენებული აღმოჩნდა სუმატრული მარტორქა და ხმალრქიანი ორიქსი, გადაშენების პირასაა ადაქსი. საქართველოშიც მრავალი სახეობა აღმოჩნდა საფრთხის წინაშე მაგ., დასავლეთკავკასიური ჯიხვი, ნიამორი, ჯიქი და სხვები. გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ტყვეობაში გამრავლება და მათი ბუნებაში დაბრუნებაა, მაგრამ ეს რთული პროცესია და ცხოველის განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ უნდა განვითარდეს ეს პროცესები, როგორ უნდა შევაფასოთ რა საფრთხის წინაშე იმყოფება ცხოველი და როგორ დავაბრუნოთ ბუნებაში – როგორ გადავარჩინოთ.

მომხსენებლის შესახებ

ზურაბ გურიელიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით. მუშაობდა ნაკრძალების მთავარ სამმართველოში, ზოოლოგიიის ინსტიტუტში, არასამთავრობო ორგანიზაცია ნაკრესში, დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტში.
ზურაბ გურიელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის ზოოპარკის დირექტორი, აგრეთვე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის, სახეობათა გადარჩენის კომისიის, ჯიხვისნაირების სპეციალისტთა ჯგუფის წევრია; მუშაობს მსხვილი ძუძუმწოვრების ქცევაზე, ეკოლოგიასა და კონსერვაციაზე, ასევე ზღვის ბიოლოგიაზე.


დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები