ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში"

ღონისძიებები

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი რამიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში".

თემის მოკლე აღწერა

მომხსენებელი განიხილავს  „ეგზოტიკურ“ ასტრონომიულ მოვლენებს, ესენია: მზისა და მთვარის დაბნელება, კომეტების გამოჩენა და ზეახალი ვარსკვლავების ანთება. მსოფლიო ისტორიიდან მოიყვანს ისეთ მაგალითებს, რომლებშიც ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად მოცემული იქნება ასტრონომიული შინაარსის ჩანართებიც. ისაუბრებს დიდი სიზუსტით გამოთვლილი ასტრონომიული მოვლენების როლზე ისტორიული თარიღების დაზუსტებაში.

მსმენელს შეუძლია ასეთი მოვლენების წინასწარ მოძიება და კითხვა-პასუხისას დავეხმარებით საკუთარი ხელით თარიღის დაზუსტების პროცესის შესრულებაში ან მივუთითებთ ამოხსნის გზას.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი რამიშვილი 2015 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორია (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი);

2014 წლიდან დღემდე – უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში;

2010 წლიდან დღემდე – ასოცირებული მკვლევარი, მზის ფიზიკის ჯგუფი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია;

2010 - 2015 წწ. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;

2005 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 

01.03.02 ასტროფიზიკა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. 

1982-1988 წწ. დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით ასტრონომია.

 

დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები