ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „დიდი მიწისძვრები საქართველოში“

ღონისძიებები

23 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დიდი მიწისძვრები საქართველოში“.

მომხსენებელი ისაუბრებს საქართველოში მომხდარ დიდ მიწისძვრათა – გორის 1920 წლის 20 თებერვლის, რაჭის 1991 წლის 29 აპრილის, ბარისახოს 1992 წლის 23 ოქტომბრის, თბილისის 2002 წლის 25 აპრილის და შავ ზღვაში 2012 წლის 12 დეკემბერს – შესახებ. მათ მნიშვნელოვანი ზიანი და ნგრევა მოჰყვა.

მომხსენებლის შესახებ

თეა გოდოლაძემ 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით. 1999-2000 წლებში სწავლობდა IISEE-ში (იაპონიაში), სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი სეისმოლოგიაში. 2006 წელს კი მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი. 2013 წელს დაასრულა პოსტსადოქტორო კვლევაზე მუშაობა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი).
გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი და ტრენინგი. მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. სხვადასხვა საგრანტო პროექტის მენეჯერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია 2008 წლიდან.

დრო: 23 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები