ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „ჩვენი სამყარო“

ღონისძიებები

16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ჩვენი სამყარო“.

მომხსენებელი ისაუბრებს ზოგადად სამყაროს, როგორც დროითი, ასევე სივრცითი, მასშტაბების შესახებ.

მომხსენებლის შესახებ
გიორგი ჯავახიშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 2007 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს მრავალწლიანი დაკვირვებითი გამოცდილება. ორჯერ მონაწილეობდა ექსპედიციებში მზის დაბნელებაზე. მისი ინტერესის სფეროა: „ჩვენც და კიდევ ყველაფერი, რაც ჩვენ ზევით არის".


დრო: 16 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები