ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში და კვლევის თანამედროვე მეთოდები“

ღონისძიებები

2 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში და კვლევის თანამედროვე მეთოდები“.
მომხსენებელი ისაუბრებს ბოლო წლებში საქართველოში მომხდარ გახმაურებულ ბუნებრივ კატასტროფებსა და მათი კვლევის თანამედროვე მეთოდებზე. განიხილავს როგორც სატელიტურ ტექნოლოგიებს, ისე ექსპედიციების დროს მონაცემთა მოპოვების მეთოდებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. შეეხება ბუნებრივი კატასტროფების მოდელირებისა და პროგნოზირების კომპონენტსაც.


დრო: 2 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები