ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო ალმანახის „საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: „აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი“

ღონისძიებები

16 თებერვალს, 17:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ ახალი გამოცემის „საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაციასა და საჯარო დისკუსიაზე „აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი“.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროცესები სიღრმისეულად ნაკლებად არის შესწავლილი. სწორედ ამ მიზნით 2015 წელს გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa („აღმოსავლეთ ევროპა“), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით, გამოსცა სამეცნიერო ალმანახი „საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც ოცდათექვსმეტ სტატიას აერთიანებს. პუბლიკაციის აქტუალურობიდან გამომდინარე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ გერმანულენოვანი კრებულიდან ქართულად თარგმნა თხუთმეტი სტატია, რომლებიც მოიცავს მკვლევრების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ინტელექტუალების ნაშრომებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების შესახებ. ავტორები სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის, ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის პერპექტივიდან აანალიზებენ რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე: „აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი“, სადაც მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

რომელ თემებზე იმართება აკადემიური დისკუსია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის და ევროპის ქვეყნებს შორის?

სად არის გადაკვეთის წერტილები ევროპის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებსა და სამხრეთ კავკასიის აკადემიურ სივრცეში მოღვაწე მკვლევრებს შორის?

რა განაპირობებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის აკადემიური კვლევების სიმწირეს?

რა ძირითადი გამოწვევები არსებობს დღესდღეობით საქართველოში სამეცნიერო სფეროს განვითარების კუთხით? 

მომხსენებლები:

  • ფოლკერ ვაიქსელი, ჟურნალის Osteuropa („აღმოსავლეთ ევროპა“) რედაქტორი;
  • მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოდერატორი: ლუკა ნახუცრიშვილი, ლიტერატურათმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დრო: 16 თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები