ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მე-13 ნომრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2019 წლის 17 დეკემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში” გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მე-13 ნომრის პრეზენტაცია. ნომერი ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას სისხლის სამართალში.

პრეზენტაციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

სტატიების ავტორებთან დისკუსიას გაუძღვება ჟურნალის მთავარი რედაქტორი, სამართლის სკოლის მოწვეული პედაგოგი გიორგი ჩიტიძე. დისკუსიის მონაწილე სტატიათა ავტორები – დავით კვაჭანტირაძე (ადვოკატი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის დირექტორი), საბა ბრაჭველი (სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სახალხო დამცველის აპარატი), გიორგი ქვარაია (დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და საქართველოს სიტუაციის გამოძიება, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა სისხლის სამართალში, მოსამართლის როლი დანაშაულის პროვოცირების საკითხების გამოკვლევისას და სხვ.

ჟურნალი გამოიცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე გაიცემა ჟურნალის მიმდინარე ნომერი. ელექტრონული ვერსია კი იხილეთ აქ.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 17 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ.N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტატი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები