ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„სამართლებრივი წერის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პრაქტიკული იურიდიული სახელმძღვანელოს „სამართლებრივი წერა“ პრეზენტაცია. წიგნი შექმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

სახელმძღვანელოს მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს აუცილებელი ინფორმაცია იმ მეთოდიკისა და წესების შესახებ, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა სახის სამართლებრივი ტექსტის გამართულად ჩამოყალიბებისათვის.

სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორია კონსტანტინე კუბლაშვილი, ხოლო ავტორები არიან: ზაზა მეიშვილი, ლაშა კალანდაძე, ნიკა გიგაშვილი, გიორგი ნონიაშვილი, სოფო წაქაძე, გოგა ჩიფჩიური. 

კონსტანტინე კუბლაშვილთან ერთად ღონისძიებაზე მომხსენებელი იქნება სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე, რომლებიც სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე ისაუბრობენ.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ.

დრო: 19 დეკემბერი, 15 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები