ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამაგისტრო პროგრამა ”ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი”

ღონისძიებები

19 მაისს, 15.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101–ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი წარმოგიდგენთ სამაგისტრო პროგრამას - "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი". პროგრამა შედგება ოთხი მიმართულებისგან: 1) ჯანდაცვის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, 2) ჯანდაცვის მენეჯმენტი, 3) ჯანდაცვის ეკონომიკა, 4) ფარმაციის მენეჯმენტი.

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას. მათ საფუძვლიანად ექნებათ შესწავლილი ჯანდაცვის სფეროს მმართველობითი საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები და მიიღებენ პროფესიული კარიერისათვის აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

პროგრამა მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის სისტემის შეფასების, ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაზღვევის, მართული ჯანდაცვის, საავადმყოფოს მართვის, ჯანდაცვითი პროგრამების დაგეგმვის, ჯანდაცვის სფეროს კვლევების, ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის, ჯანდაცვის სამართლის, სამედიცინო ხარისხის, ფარმაციის პოლიტიკისა და მართვის  საკითხებს და სხვ.

სამაგისტრო პროგრამაში შედის ბიზნესის სიმულაციის (საავადმყოფოს მართვა) ინოვაციური პროგრამაც, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინონ თეორიული ცოდნის ტრანსფორმირება ბიზნესის კეთების პრაქტიკულ უნარებად, იმუშაონ საავადმყოფოს მმართველობით  თანამდებობებზე, რაც ხელს შეუწყობს საავადმყოფოს ყოველი პოზიციის მნიშვნელობის გაცნობიერებას და შესაბამისი პასუხისმგებლობის შეგრძნების გამომუშავებას.

ბანერები