ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX) გამართავს ედმუნდ მასკის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის პირობების, კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ.

პრეზენტაცია გაიმართება 20 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში, A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი 32).

პროგრამის შესახებ

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან, მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით.

ედმუნდ მასკის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამა

ბანერები