ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამაგიდო თამაშების საღამო ილიაუნის სტუდენტებისთვის - Board Game Night for Iliauni students

ღონისძიებები

For English scroll down

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით 14 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება სამაგიდო თამაშების საღამო – Board Game Night.

თუ ხარ ილიაუნის სტუდენტი და გსურს, მხიარულად გაატარო ზაფხულის საღამო მეგობრებთან ერთად, ითამაშო სამაგიდო თამაშები და შეიძინო ახალი მეგობრები, მაშინ Board Game Night შენთვისაა.

ღონისძიებაზე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ითამაშონ CATAN, UNO და AVALON, თან მეგობრები შეიძინონ.

შეგახსენებთ, რომ Startup Grind საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წარმომადგენლობაც საქართველოს საუნივერსიტეტო მასშტაბით 2023 წელს პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის მიზანია შექმნას საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.

სამაგიდო თამაშების საღამო გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსის სტუდენტურ სივრცეში, პირველ სართულზე.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა 13 ივნისს, დღის ბოლომდე:

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/N4bmWLurGZpXoFMq5

დრო: 14 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: T კორპუსი, სტუდენტური სივრცე, 1-ელი სართული

2023

ბანერები