ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სალექციო კურსი ილიაუნიში

ღონისძიებები

4 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის #32) ჩატარდება საჯარო პრეზენტაცია. სალექციო კურსის ”კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკები” ფარგლებში  სტუდენტები წარმოადგენენ სხვადასხვა თემებს.

გამარჯვებულ გუნდებს დაასახელებს ჟიური. საუკეთესოებს უნივერსიტეტის სახელით გადაეცემათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.

აღნიშნული საჯარო პრეზენტაცია გაზაფხულის სემესტრების დასასრულს ასევე ჩატარდა 2009 და 2010 წლებში.
 
პროექტის ორგანიზატორია პირველი სასწავლო წლის კოორდინატორი, მაკა პატარიძე.

ბანერები