ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საკონსულტაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

ღონისძიებები

10 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან. შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.

საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობაა ორი წელი, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს (წელიწადში 30 000 ლარს).

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

დრო: 10 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები