ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.

ინიციატივები მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

ღონისძიება წარიმართება დისკუსიის ფორმატში და მასში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერსებული პირები.

დრო: 30 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.   

ბანერები