ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

16 თებერვალს 13:00 საათზე 101-ე აუდიტორიაში გაიმართება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკანომდებლო პრაქტიკის პროგრამის (LFP) პრეზენტაცია.

პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით. პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ამერიკის საკანონმდებლო პროცესებზე ცონდა, ასევე გააცნობიერონ მოქალაქეთა როლისა და მათი პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა პრაქტიკის საფუძველზე, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულ და უცხოურ ორგანიზაციებს შორის, შემუშავდეს ერთობლივი ძალებით პრაქტიკული გადაწყვეტილება საერთო პრობლემებზე.

2011 წლის საშემოდგომო პროგრამისთვის შეირჩევა 8 ქართველი ფინალისტი. პროგრამა ითვალისწინებს სამდღიან ინტენსიურ კურსსა და 4 კვირიან სტაჟირებას შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში.

სტაჟირების პერიოდი :12.09.2011 – 21.10.2011.

საკონკურსო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2011 წლის 25 მარტამდე.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

ბანერები