ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საინვესტიციო გარემო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”

ღონისძიებები

სტარტაპი რომ წამოიწყოთ ან განავითაროთ, არ უნდა გამოტოვოთ შეხვედრა, რომელიც 29 იანვარს ილიაუნიში გაიმართება. გლობალაიზის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუკავა და აქსელის მმართველი დირექტორი ირო ცაგარეიშვილი საკუთარი კომპანიების მაგალითზე გაგაცნობენ ქართული სტარტაპებისთვის მისაწვდომ ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

მომხსენებლები წარმოადგენენ შემდეგ კომპანიებს: Globalize: ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელიც სტარტაპებსა და მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში ეხმარება, Axel საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელს, დაარსებულს 2021 წელს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განსახორციელებლად. ამ დროისათვის ორგანიზაცია 60-ზე მეტ ინვესტორს აერთიანებს.

შეხვედრა გაიმართება 29 იანვარს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1).

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/Sxt1VFMpwxoJBao78

შეხვედრის ორგანიზატორები: ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout

2024

 

ბანერები