ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინტერესო ქიმიის ვორკშოპები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე „ფერადი ქიმია“

ღონისძიებები

27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გიწვევთ ქიმიის ლაბორატორიაში ვორკშოპზე „ფერადი ქიმია“, სადაც ილიაუნის პროფესორ ქეთევან კუპატაძესთან ერთად ჩაატარებთ საინტერესო ექსპერიმენტებს და გაეცნობით ინფორმაციას ფერად  რეაქციებსა და მათ გამოყენებაზე ქიმიაში.

ჩატარდება 4 ვორკშოპი:

15:00-დან 15:30 საათამდე

15:30-დან 16:00 საათამდე

16:00-დან 16:30 საათამდე

16:30-დან 17:00 საათამდე

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო.

ფორმა: https://shorturl.at/rANdH

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია. თითოეულ ჯგუფში დარეგისტრირება შეუძლია მაქსიმუმ 10 ადამიანს. რეგისტრაციის შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ დასტურს და შესაბამის ინსტრუქციას.

2025

 

 

 

ბანერები