ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინჟინრო ფაკულტეტის საჯარო ლექციების ციკლი

ღონისძიებები

ილიაუნის საინჟინრო ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტი -“სამყაროს ინჟინერია“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი იწყებს პროექტს სახელწოდებით - “სამყაროს ინჟინერია“. პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ჩაატარებენ სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის 10 საჯარო ლექციას.

ვისთვის არის განკუთვნილი პროექტი?

  • საშუალო სკოლის დამამთავრებელი (X, XI, XII) კლასების მოსწავლეებისთვის;
  • უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის;
  • სალექციო კურსის თემატიკით დაინტერესებულთათვის.

ლექციებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები. ლექციების ენა იქნება სამეცნიერო, მაგრამ პოპულარული - გათვლილი მრავალფეროვან აუდიტორიაზე.

სალექციო კურსის განრიგი
თარიღი თემა მომხსენებელი
17/05/2014 ასტრონომია - დედამიწის მსგავსი პლანეტები გიორგი ჯავახიშვილი
20/05/2014 ”ეფლის” ისტორია დიმიტრი გოგელია
24/05/2014 რა არის მიწისძვრა თეა გოდოლაძე
27/05/2014 ეკო-არქიტექტურა (ისტორიული ნაწილი; თანამედროვე შენობების გარჩევა) ია კუპატაძე
31/05/2014 კომპიუტერული უსაფრთხოება დავით მაჭახელიძე
03/06/2014 ადამიანის ადაპტაცია გარემოსთან (არქეოლოგიური კვლევები საქართველოს მღვიმეებსა და გამოქვაბულებში) ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი
07/06/2014 უცნობი ლაზერი გოგა ვეშაპიძე
10/06/2014 ქართული სახლი ნანა მეფარიშვილი
14/06/2014 თანამედროვე ფიზიკა თანამედროვე ტექნოლოგიებში ივანე მურუსიძე
17/06/2014 დედამიწის წარმოშობა და ევოლუცია ზურაბ ჯავახიშვილი

ლექციების ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)

დრო: 17 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 16:00 საათზე

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის #32

დასწრება თავისუფალია.

გელოდებით!

ბანერები