ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო/საჯარო ლექციათა სერია – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს საინფორმაციო/საჯარო შეხვედრები თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”. ლექციათა სერია ტარდება საქართველოს 7 ქალაქში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მოქმედებს. აღნიშნული კამპანიით შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მიიღოს ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.

ლექციათა ციკლის დასკვნითი ეტაპი გაიმართება ქ. თბილისში, 6 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32).

მომხსენებელი:

გიორგი მელაძე – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, პროექტის მკვლევარი

დასწრება თავისუფალია

ბანერები