ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით

ღონისძიებები

საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი და საკონსულტაციო სააგენტო PRIME STUDY გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

სტიპენდიები განკუთვნილია ყველა სპეციალობის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის და მოიცავს როგორც უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურს, ისე _ მოკლევადიან სასწავლო, კულტურულ და პროფესიულ გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა შედგება ორი ნაწილისგან:

* ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი სტიპენდიების შესახებ;

* სააპლიკაციო პროცესის წარმართვის და დოკუმენტების მომზადების თავისებურებები.

პრეზენტაციის დამსწრეებს მიეწოდებათ საინფორმაციო ბროშურები.

პრეზენტაციის საპატიო სპიკერი იქნება მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლის (European School of Management and Technology – ESMT https://www.esmt.org) აკადემიური პროგრამების ასოცირებული დეკანი Nick Barniville. 

დანართის სახით ატვირთულია პრესრელიზი მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლის და სპიკერის შესახებ.

დრო: 29 მაისი, 17:00 საათი.

შეხვედრის ადგილი: E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5.

დასწრება თავისუფალია.

2019

ბანერები