ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

ღონისძიებები

11 დეკემბერს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ქალბატონ ვიქტორია ჰორვატი და უნგრეთის საელჩოს კონსული, ქალბატონი ანიკო ფარკაში, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელთან ერთად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთის სასტიოპენდიო პროგრამა - Stipendium Hungaricum-ის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს განაცხადების მიღება  2020-21 აკადემიური წლისათვის.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.

პროგრამით სარგელობა შესაძლებელია შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა, სახელოვნებო მიმართულება.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2PtuJFw

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 იანვარი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 დეკემბერი, 13:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები