ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა Stipendium Hungaricum-ის შესახებ. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2019-20 აკადემიური წლისათვის.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია Stipendium Hungaricum 2013 წელს დააარსა უნგრეთის მთავრობამ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტთა რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.

პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა, სახელოვნებო მიმართულება.


სამუშაო ენა: ქართული

დრო: 18 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები