


საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“
ღონისძიებები
7 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ილიაუნის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შექმნილია საქართველოს კანონის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საფუძველზე და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად წარმოადგენს კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებით გარანტიას. მისი მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერ ინტერესთა დაცვა.
ვის შეუძლია დასწრება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
2024