ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენთან

ღონისძიებები

26 აპრილს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინიციატივითა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელშეწყობით, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე, ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება. საინფორმაციო შეხვედრის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლებს ეცნობოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან, მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად, ჩამოყალიბდა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

შეხვედრის დრო: 26 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები