ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტთა სასტიპენდიო კონკურსზე

ღონისძიებები

15 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან CRDF და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პათოგენების კვლევისა და განათლების ცენტრის ჩამოყალიბება“ - ფარგლებში გამოცხადებული სასტიპენდიო კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.

სასტიპენდიო კონკურსზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დრო: 15 ოქტომბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეგახსენებთ, რომ სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია - გაიცემა სულ სამი სტიპენდია. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება მოგცემთ შესაძლებლობას, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც პროექტზე, ასევე კონკურსის პირობებზე.

ბანერები