ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა შვედეთში სწავლის შესაძლებლობის შესახებ

ღონისძიებები

10 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა შვედეთის უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობის შესახებ.
შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოში შვედეთის ელჩის მეორე მოადგილე, ლინ ნეთელვიკი (Linn Nettelvik) და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთში, ნათია ლორთქიფანიძე.
შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და დაფინანსების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრის დრო: 10 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ,,ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები