ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა – საყოველთაო დაზღვევა სტუდენტებისთვის და კომპანია ევექსის შემოთავაზება

ღონისძიებები

სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, პარასკევს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს სამედიცინო კორპორაცია ევექსის გაყიდვების სამსახურის უფროსი ეკა აბურჯანიძე. 

მომხსენებელი ინფორმაციას მოგაწვდით სტუდენტური საყოველთაო დაზღვევისა და კომპანია ევექსის სტუდენტური პროექტის შესახებ, რომელიც დამატებით შეღავათებით სარგებლობის საშუალებას მოგცემთ.
კომპანია ევექსის წარმომადგენლები პრეზენტაციის შემდეგ პროექტში დარეგისტრირებულ სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.

შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაიარონ უფასო დიაგნოსტიკა CO დონის განმსაზღვრელი აპარატის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ტარდება სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში.

დრო: 14 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია, ჭავჭავაძის N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები