ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის მსურველთათვის

ღონისძიებები

21 ივნისს, 16 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მათთვის, ვინც დაინტერესებულია საფრანგეთში ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე სწავლით. ფრანგული ინსტიტუტის (საფრანგეთის საელჩოს კულტურული სამსახური) სამეცნიერო  და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშე, ბატონი ტერი ბიურტე, და კამპუს ფრანსის თბილისის ბიუროს წარმომადგენელი ანა ლოლუა  დამსწრეთ  დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე (სპეციალობები შეზღუდული არ არის), საფრანგეთის  მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამებსა და ენის კურსებზე.

დრო: 21 ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები