ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეალობისა და პრობლემების შესახებ

ღონისძიებები

12 აპრილს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. სტუდენტებს გააცნობენ ორგანიზაციის საქმიანობას, კერძოდ, მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კარიტასი მართავს მობილურ ჯგუფს, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს და მათთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის.

შეხვედრაზე სტუდენტები ასევე გაეცნობიან სსიპ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ მიზნებს და მის ფარგლებში დაგეგმილ საველე სამუშაოებს, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები განახორციელებენ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასთან” მჭიდრო თანამშრომლობით.

შეხვედრის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, გაანალიზონ დახმარების კონცეფცია და ქუჩაში ხელგამოწვდილ ბავშვს არ გაუწოდონ ფული, არამედ შესთავაზონ სხვა ალტერნატივა.

შეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • ქვეყანაში არსებული მდგომარეობა;
  • ვინ არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები;
  • რატომ არიან ქუჩაში;
  • რა პრობლემებს აწყდებიან;
  • რას ვაკეთებთ, როცა მათ ვხედავთ.

შეხვედრას გაუძღვებიან საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ პროექტის თანამშრომლები.

დრო: 12 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები