ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

7 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს  იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენლებთან. ბანკის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიას გააცნობენ „ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა მონაწილეობას დასაქმების საერთაშორისო 6-თვიან პროგრამაში ბულგარეთში.

„ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამის“ შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

დრო: 7 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები