ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში

ღონისძიებები

15 ოქტომბერს, 15 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ ფარგლებში.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის მიზნები და ამოცანები, პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

განათლების სკოლა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან განათლების მიმართულების საბაკალავრო პროგრამაზე იწყებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული განმავითარებელი შეფასების მიდგომის – „კრიტიკული მეგობარი“ და მისი შესაბამისი ინსტრუმენტების პილოტირებას. საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ასევე პილოტირების გეგმა.

შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლიდან არის ჩართული პროექტში „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ Erasmus+ -ის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტის საჭიროებაზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების ახლებური სისტემის განვითარებას და მის ჩაშენებას სასწავლო პროგრამებში.

დრო: 15 ოქტომბერი, 15 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ელექტრონულ პორტალზე.

ბანერები