ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა მეცნიერების პოპულარიზაციისათვის

ღონისძიებები

20 იანვარს 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, გიორგი წერეთლის ქუჩა 2, 106 - ე აუდიტორია)  გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მეცნიერების პოპულარიზაციისათვის გამიზნული ღონისძიების, ”სამეცნიერო პიკნიკის” ორგანიზებასთან დაკავშირებით. ”სამეცნიერო პიკნიკი” 1997 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება პოლონეთის ქალაქ ვარშავაში პოლონეთის რადიოსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით (http://www.pikniknaukowy.pl/standard/en/). ”სამეცნიერო პიკნიკი” არის  სამეცნიერო ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რომელიც პოლონეთში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. სამეცნიერო პიკნიკზე პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები წარმოადგენენ საკუთარ მიღწევებს და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს. მათი მიზანია სხვადასხვა ექსპერიმენტებისა და ინტერაქციული გამოფენების საშუალებით, ხელმისაწვდომი გახადონ ამა თუ იმ მეცნიერული მიმართულების ძირითადი არსი საზოგადოებისათვის. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილია როგორც ზუსტი საბუნებისმეტყველო, ისე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებები. 2012 წლის გაზაფხულზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით მსგავსი ღონისძიების განხორციელებას საქართველოში გეგმავს. საინფორმაციო შეხვედრაზე, ვიდეო და სხვა სახის საილუსტრაციო მასალების დახმარებით საშუალება მოგეცემათ უფრო ვრცელი ინფორმაცია მიიღოთ ამ ღონისძიების შესახებ და მასში ჩართვის შემთხვევაში უკეთ დაგეგმოთ თქვენი მონაწილეობა.

ბანერები