ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებთან

ღონისძიებები

3 ივლისს, 12:00 საათზე და 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ამავე ფაკულტეტის პირველკურსელებს იწვევს მომავალი ძირითადი და დამხმარე პროგრამების პრეზენტაციაზე.

მიმდინარე, გაზაფხულის სემესტრის ბოლოს, „არგუსზე“ გაიხსნება ძირითადი და დამატებითი პროგრამების არჩევის რეჟიმი, რათა სწავლების მეორე წლიდან, ანუ 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, საშუალება მოგეცეთ გაიაროთ თქვენთვის სასურველი სპეციალობების კურსები. იმისათვის, რომ თქვენი არჩევანი უფრო გააზრებული იყოს, ფაკულტეტის ადმინისტრაციამ დაგეგმა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციები.

შეხვედრას გაუძღვებიან კურიკულუმის ექსპერტები და პროფესორები, რომლებიც დეტალურად გაგაცნობენ შემდეგ საკითხებს:

  • ფაკულტეტზე არსებული პროგრამები და მათში შემავალი კონცენტრაციები;
  • საბაკალავრო საფეხურზე სწავლის მოდელი (პროგრამის სტრუქტურა, ზოგადი მოდულის რაობა, კრედიტების გადანაწილების სქემა ძირითად და დამატებითი პროგრამებს შორის და ა.შ);
  •  ამა თუ იმ სპეციალობის თავისებურებები და ზოგადი მიმოხილვა;
  • რეკომენდაციები ძირითადი და დამატებითი პროგრამების კომბინაციებისათვის;
  • "არგუსის" სისტემაში რეგისტრაციის პროცედურის აღწერა;
  • პასუხი სტუდენტების შეკითხვებზე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის დრო: 3 ივლისი, 12:00 საათი / 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები