ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ

ღონისძიებები

22 აპრილს, 13:00 საათზე, A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრის ფარგლებში მართლწესრიგის ოფიცრები გააცნობენ სტუდენტებს საკუთარ საქმიანობას, ფუნქციებს და მოვალეობებს.

სტუდენტები შეიტყობენ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტური პოზიციების და დასაქამების პერსპექტივების შესახებ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში.

შეხვედრა დააინტერესებთ სამართლის სკოლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია: https://goo.gl/W3RH3E



დრო: 22 აპრილი, 13:00

ადგილმდებარეობა : A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები