ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრანტებთან

ღონისძიებები

”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი" 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება გებერტ რიუფ ფონდის მიერ და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების 4 მაგისტრანტს, რომლებიც სწავლობენ ისტორიის, სოციალური, პოლიტიკური მეცნიერებების, ენებისა და ფილოსოფიის მიმართულების პროგრამებზე შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი (2011 წლის სექტემბერი - 2012 წლის იანვარი) ფრიბურგის უნივერსიტეტში. ფრიბურგის  უნივერსიტეტში  სწავლა მიმდინარეობს გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

სტიპენდიები განკუთვნილია I კურსის მაგისტრანტებისთვის(მათ შორის იმ მაგისტრანტებისთვისაც, რომლებიც სწავლას 2011 წლის გაზაფხულის სემესტრში იწყებენ).

დეტალური ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმა და შეთანხმების დოკუმენტი იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე: http://ascn.ch/en/grants_scholarships/exchange-semester.html

საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიასთან დაკავშირებით გაიმართება 2 დეკემბერს, 13:00 საათზე.
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზ. #32 (ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური ინსტიტუტის შენობა)
ოთახი A 407 (მე-4 სართულზე).

საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს პროგრამის კოორდინატორი, დენის დაფლონი.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
თიკო ქადაგიშვილი
ელ-ფოსტა: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge
პროგრამის ვებგვერდი: www.ascn.ch
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5,ოთახი № F 408, ტელ.: (995 32) 14 46 20; 877 55 33 16.

ბანერები