ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსზე

ღონისძიებები

13 მაისს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ.წერეთლის N1) პროგრამის - ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი” - წარმომადგენლები, არჩილ აბაშიძე და თიკო ქადაგიშვილი,  გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის ფორმატში და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ კონკურსის პირობებზე.
 
”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის სამეცნიერო პროექტები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ თემებს:
 
1.სამხრეთ კავკასია და ევროპეიზაცია-ინსტიტუტები და აქტორები;
2.რა აერთიანებს საზოგადოებებს - კონსენსუსი, კონფლიქტები, ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასთან.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და კვლევით ორგანიზაციებს, მათთან აფილირებულ მკვლევრებს. აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 1-ლი ივნისი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:

ბანერები