ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა კომპანია „Cushman & Wakefield Georgia“-ს წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

12 აპრილს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება კომპანია „Cushman & Wakefield Georgia“-ს საინფორმაციო შეხვედრა.  „Cushman & Wakefield Georgia“-ს წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებს გააცნობენ კომპანიის საქმიანობას და კომპანიაში მიმდინარე სტაჟირების პროგრამას.

კომპანიის შესახებ

„Cushman & Wakefield Georgia“ უძრავი ქონების მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიის, Cushman & Wakefield-ის, ალიანს-პარტნიორია საქართველოში. „Cushman & Wakefield Georgia“ უზრუნველყოფს დამკვეთის მრავალფეროვან მოთხოვნებთან მისადაგებულ სრულფასოვან მომსახურებას კომერციული უძრავი ქონების სფეროში: გაყიდვა/გაქირავება, კონსულტაცია, კაპიტალდაბანდებები, შეფასება, კვლევა, უძრავი ქონების მართვა, პროექტების მენეჯმენტი. კომპანიის დაფუძნება განაპირობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის უძრავი ქონების ბაზარზე ექსპერტებსა და კვალიფიციურ კონსულტაციაზე მზარდმა მოთხოვნამ. ამ ეტაპზე კომპანია 4 სტაჟიორის დასაქმებას გეგმავს.

დრო: 12 აპრილი, 17:30 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები