ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა - კლიპარტის პროექტი „მედიალაბორატორია“

ღონისძიებები

5 აპრილს, 14:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა კომპანია კლიპარტის წარმომადგენლებთან, რომლებიც სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას პროექტ „მედიალაბორატორიის“ შესახებ. 

კომპანია კლიპარტი იწყებს პროექტს „მედიალაბორატორია“ და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საინფორმაციო რესურსებზე.

პრაქტიკული კურსი მოიცავს:

  • 3-თვიან სტაჟირებას;
  • ყოველდღიურ აქტიურ მუშაობას;
  • ინტერვიუების ჩაწერას;
  • პრესკონფერენციებსა და ღონისძიებებზე დასწრებას;
  • თემების ინიცირებას სტატიებისთვის;
  • მსოფლიო მედიის მონიტორინგს;
  • მულტიმედიაპროდუქტების შექმნას.
  • 15 მასტერკლასს მედიის ექსპერტებთან და მოქმედ ჟურნალისტებთან

პროექტში მონაწილე აპლიკანტების რაოდენობა - 10.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მედიასკოლის პრაქტიკული მეცადინეობები უნივერსიტეტში სწავლას შეუთავსონ.

მედიალაბორატორიის პროექტი ითვალისწინებს „კლიპარტის“ მედიასაშუალებებში დასაქმების რეალურ პერსპექტივას და მონაცემთა ბაზაში მოხვედრას, რომელიც ხელმისაწვდომია მედიამენეჯერებისთვის.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.


დრო: 5 აპრილი, პარასკევი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე, ილიაუნი, ჩოლოყაშვილის 3/5.

ბანერები