ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის მთიანი რეგიონების ფორუმი CMF – 2019-ის შესახებ

ღონისძიებები

22 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაცია „კავკასიის მთიანი რეგიონების მდგარდი განვითარების ქსელისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კავკასიის მთიანი რეგიონების ფორუმი CMF – 2019-ის შესახებ. ღონისძიება ტარდება პროექტის „კლიმატის ცვლილებებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში (SCAC)“ ფარგლებში.

კავკასიის მთიანი რეგიონების ფორუმი მეორედ ეწყობა კავკასიის რეგიონში.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებს, სპეციალისტებსა და სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.
ფორუმი გაიმართება 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ანკარაში (თურქეთი).

ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დრო: 22 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები