ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა: ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობით დაინტერესებულ მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმა ჩეთბოტიქსი გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე.

შეხვედრაზე გაეცნობი ინფორმაციას, როგორ შექმნა მოლაპარაკე პროგრამები საკუთარი ძალებით, როგორ გააცოცხლო საყვარელი პერსონაჟები თუ ავტორები ციფრულ სამყაროში.

თუ გსურს სკოლაში სწავლის პარალელურად შეიძინო პროფესია და შეუერთდე ახალგაზრდა ნარატივდიზაინერების გუნდს, გელოდებით დისტანციურ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელზეც შევეცდებით ჰაკათონთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ.

ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს.

ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის: https://bit.ly/31AJnEO

დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი

ფორმატი: დისტანციური

ზუმის შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3rEdANT

Meeting ID: 872 4301 3691

Passcode: 626638

2021 წელი

 

ბანერები