ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

 

 

28 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ კურსებთან დაკავშირებით. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრი აგრძელებს მიღებას იტალიური ენის შესწავლის მსურველთათვის ინტენსიურ სამთვიან კურსებზე.

ყველას, ვისაც გსურს სწრაფად და ხარისხიანად შეისწავლოთ იტალიური ენა, მობრძანდით ჩვენთან.

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ. ლექციები საათ-ნახევრიანია. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ცოდნის დონის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი.

ასევე გეძლევათ საშუალება, ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ იტალიაში ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და მოინახულოთ ულამაზესი ქალაქები: რომი, ფლორენცია, ვენეცია, ბოლონია, რეკანატი, გუბიო, ასიზი, პიზა, სანმარინო და ა. შ.

დრო: 28 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: S501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.



საკონტაქტო ტელეფონი: 599 980816

E-mail.:cci.tbilisi@gmail.com

Facebook: იტალიის კულტურის ცენტრი

ბანერები