ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

ღონისძიებები

16 მაისს, სამშაბათს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ ინტენსიურ (სამთვიან) კურსებთან დაკავშირებით. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კურსის ღირებულება: თითოეული კურსის (მოიცავს 3 თვეს) ფასია 444 ლარი.

დრო: 16 მაისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: S501-502 აუდიტორიები (გ. წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები