ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

11 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლა, ამერიკაში სწავლის გაგრძელების მსურველებს, გიწვევთ იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრაზე.

ვიზიტი ორგანიზებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანთლებლო ქსელის - EducationUSA - მიერ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

იელის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, „იელის ელჩები“, მსმენელებს მიაწვდიან ინფორმაციას იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და, ზოგადად, ამერიკულ უნივერსიტეტებში მისაღებად აუცილებელი პროცედურებისა და აკადემიური წინაპირობების შესახებ გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამართლის სფეროში კარიერული წინსვლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. 

შეხვედრას გაუძღვება იელის უნივერსიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ბარბარა ვაგნერი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები