ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა HR.ge-ს ონლაინ დასაქმების ფორუმის შესახებ

ღონისძიებები

31 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ დასაქმების პორტალი HR.ge-ს წარმომადგენლები.

შეხვედრის თემა: ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას ინოვაციური პროექტის შესახებ, რომელიც გულისხმობს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებას თავდაპირველად ონლაინრეჟიმში, შემდეგ კი, ფინალურ ღონისძიებაზე, –  პირისპირ გასაუბრებას.

შეხვედრა საინტერესო იქნება ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის.

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია.

დრო: 31 მაისი, ხუთშაბათი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, III სართული, ჭავჭავაძის N32.

ბანერები