ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ჰაკათონის NASA Space Apps Challenge შესახებ

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება NASA Space Apps Challenge საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ჰაკათონის თანაორგანიზატორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი და თბილისის სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი ჰაიკ ასრიანცი.

NASA Space Apps Challenge მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე მეტხანს მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ.

დრო: 11 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები