ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა „გიდების სკოლის“ შესახებ – ტურისტული სააგენტო „მიმინოთრეველი“

ღონისძიებები

4 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ ტურისტული კომპანია „მიმინო თრეველის“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას ახალი პროექტის, „გიდების სკოლის“ შესახებ.

„გიდების სკოლა“ საინტერესოა ტურიზმის მიმართულებით კარიერის განვითარების მსურველი სტუდენტებისთვის. პროექტში მონაწილეობა უფასოა და გულისხმობს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას და, წარმატების შემთხვევაში, მაღალანაზღაურებად სამსახურს ტურისტულ  კომპანიაში.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს. საჭიროა,  გაიაროთ რეგისტრაცია.

დრო: 4 მაისი, პარასკევი, 13:00 საათი.

ადგილმდებარეობა:  E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები