ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა განათლების სკოლის სტუდენტებისთვის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში

ღონისძიებები

11 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში გაიმართება  საინფორმაციო შეხვედრა განათლების სკოლის სტუდენტებისათვის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამების სამსახურში შემავალი ქვეპროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 2019 წლის ივლისში იგეგმება კონკურსის გამოცხადება და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის კონსულტანტ- მასწავლებელთა შერჩევა.

ქვეპროგრამის პოპულარიზაციისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით მასწავლებლის მომზადების პროგრამის მონაწილეებს და სტუდენტებს შეხვდებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

ქვეპროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია:

  • მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

  • კვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება;

  • რეგიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან შემოსული ვაკანსიების კვალიფიციური კადრებით შევსება;

  • განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებისა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა;

  • კონსულტანტ-მასწავლებლების მიერ ადგილობრივი პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, მათი ჩართულობა სასკოლო აქტივობებში;

  • კონსულტანტ–მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებში და სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვა;

  • ადგილობრივი თემის ჩართულობა სასწავლო პროცესებში;

  • არაფორმალური განათლების წახალისება;

  • საპილოტე რეჟიმში დისტანციური სწავლების ხელშეწყობა;

  • ქვეპროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ

  • საჯარო სკოლაში მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნული დანამატი;

  • ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში;

  • მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები

დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ მისამართზე: http://bit.ly/tpdcisu

დრო: 11 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

ბანერები