ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო პროგრამები

ღონისძიებები

24 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო პროგრამებთან დაკავშირებით.

განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე 2 პროგრამა ხორციელდება: საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.

  • საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადებას.
  • საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს, საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას.

განაცხადები მიიღება 2015 წლის 15 მაისამდე.

დაფინანსების მოპოვების მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე iec.gov.ge. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ვებგვერდის, ასევე ცხელი ხაზისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების მეშვეობით.

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიქმნა. ცენტრის მეშვეობით უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად სახელმწიფო დაფინანსება დღემდე 87 სტუდენტმა მოიპოვა.

შეხვედრის დრო: 24 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები